
ხერსონის დეოკუპაციის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რეგიონში 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროს იგორ კლიმენკო ავრცელებს.
"ყოველდღიური რუსული დაბომბვა ანადგურებს ქალაქს და იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. მთლიანობაში, დეოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა ხერსონის რეგიონში 32 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა", - ამბობს კლიმენკო
მისი თქმით, რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე პოლიციის 7-მა ნაწილმა მუშაობა უკვე განაახლა. 4 მათგანი ხერსონშია, ხოლო ქალაქის ქუჩებში 44 პატრული მორიგეობს.
ცნობისთვის, რეგიონული ცენტრის ტერიტორიაზე ასევე არის სპეციალიზებული საგამოძიებო ჯგუფები, რომლებიც რუსი სამხედრო მოსამსახურეების და მათი თანამზრახველების ომის დანაშაულებს აღწერენ. ამ დროისთვის ხერსონის რაიონში ასეთი 578 შემთხვევაა დაფიქსირებული.