
ჰოლოდომორიდან 90 წლის შემდეგ რუსეთი საკვებს ისევ იარაღად იყენებს - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დენ ლეიენი witter-ზე წერს.
მისი თქმით, ევროკომისია უკრაინას 40 000 ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირებაში დაეხმარება.
"90 წელი ჰოლოდომორის შემდეგ, კრემლი ისევ იყენებს საკვებს როგორც იარაღს. ჩვენ უკრაინასთან ვდგავართ რათა მსოფლიო საკვების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით „მარცვლეული უკრაინიდან“, ევროკომისია 40 000 ტონა უკრაინული მარცვლეულის 2 გემით გადატანის ხარჯებს დაფარავს" - წერს ურსულა ფონ დენ ლეიენი
შეგახსენებთ, უკრაინაში დღეს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის 90 წლისთავს აღნიშნავენ.
ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ უკრაინაში ყოველი წლის ნოემბრის მე-4 შაბათია მიჩნეული. ამ სახელით ცნობილია მასობრივი შიმშილობა, რომელიც 1932-33 წლებში მოხდა, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.