"სი ძინპინი, გადადექი" - ჩინეთში მოსახლეობამ კოვიდრეგულაციები გააპროტესტა

გამოქვეყნდა:

ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეებმა კოვიდრეგულაციები გააპროტესტეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები კომუნისტური პარტიის შეცვლას ითხოვენ.

საპროტესტო აქციები ურუმაქში გავრცელებულ ხანძარს მოჰყვა. მრავალსართულიან შენობაში ხანძრის გაჩენის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. აქტივისტების თქმით, მოსახლეობამ შენობა დროულად ნაწილობრივი ლოკდაუნის გამო ვერ დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ხელისუფლება უარყოფდა, რომ მომხდარი კოვიდრეგულაციებმა გამოიწვია, პარასკევს ურუმაქის ოფიციალურმა პირებმა ბოდიში მოიხადეს და თქვეს, რომ შეზღუდვებს ეტაპობრივად გააუქმებენ.

მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, ჩინეთის ფინანსურ ჰაბსა და მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდ ქალაქ შანხაიში. BBC-ის ინფორმაციით, ისმოდა აქციის მონაწილეების შეძახილი: "სი ძინპინი, გადადექი"; "კომუნისტური პარტია, გადადექი".

შედარებით მცირე აქცია გაიმართა პეკინშიც, სადაც მოქალაქეებმა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი