ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს

გამოქვეყნდა:

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს. ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა, თუმცა ამის შემდგომ მედიასთან დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. 

ამ დროისთვის, ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაყენებული აქვს, პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, ასევე გიორგი მუმლაძესა და ლევან ხაბეიშვილს.

დღეს 16:00 საათზე სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, კვლავ შეიკრიბება. ხმის მიცემასთან დაკავშირებით 2 გზა განიხილება - ერთი ე.წ. ბლოკჩეინის ფორმატია, მეორე კი Facebook-ის მეშვეობით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი