სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება რელიგიური ექსტრემიზმით გაჟღენთილმა ავტოკრატიამ. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი აქვე, ჩვენს უახლოეს სამეზობლოში გვაქვს.
რამდენიმე კვირაა, ირანში მღელვარება არ ცხრება, ადამიანები ითხოვენ თავისუფლებას და იბრძვიან მისთვის. ეს მოძრაობა გაცილებით მეტია, ვიდრე 22 წლის გოგონას მიმართ სოლოდარობა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ გარდაიცვალა. და გაცილებით მეტია, ვიდრე ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა, თუმცა ამ სახალხო მოძრაობის მთავარი მედროშეები სწორედ ქალები აღმოჩნდნენ, და თანაც იმ ქვეყანაში, რომლის სახელწმიფოებრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალებისთვის ადგილი არ არსებობს.
გამოსვლებს 400-მდე ადამიანი, მათ შორის 40-ზე მეტი ბავშვი შეეწირა. რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლისთვის დაპატირმებულ ათასობით ქალს შორის კი ერთ-ერთი თავად უმაღლესი ლიდერის დისშვილიც კი აღმოჩნდა.