დღეს, ტრადიციულ რუბრიკაში, "ჯინსებიდან და ჯაზიდან ჯაველინებამდე", 90-იან წლებსა და ამერიკის იმ დახმარებაზე ვისაუბრებთ, რომლის საშუალებითაც იქმნებოდა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობისთვის აუცილებელი ინსტიტუციები. მათ შორის ჯარი, სასაზღვრო ძალები და ა.შ.
დღეს ვისაუბრებთ იმაზეც, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის? კონკრეტული ფიგურები, თუ ქვეყნის ზოგადი კურსი დემოკრატიისკენ? შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდებმა ეს ძალიან კარგად გამოაჩინა.
დღეს პირველ ეპიზოდზე შევჩერდებით და იმ მმართველზე, რომელსაც ამერიკის ბევრ პრეზიდენტთან პირად დონეზე ურთიერთობა აკავშირებდა, მაგარამ ეს ინდულგენცია ვერ აღმოჩნდა, როცა საქმე დემოკრატიაზე მიდგა.