აზერბაიჯანმა სომხეთი ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა, ერევანი აღნიშნულს უარყოფს

გამოქვეყნდა:

27 ნოემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მათი არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

უწყება, ასევე, ამბობს, რომ "არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების" წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს აღდამში, ხოჯავენდში და ტერტერის მიმართულებები.

"აღნიშნულ მიმართულებებზე დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადექვატური საპასუხო ზომები მიიღეს", - წერს აზერბაიჯანის თავდაცვა.

სომხეთი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ "აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი