კუნძულ ისკიაზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა - მათ შორისაა ახალშობილი

გამოქვეყნდა:

იტალიაში, კუნძულ ისკიაზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია, მათ შორის ერთ-ერთი ახალშობილი. ხუთი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

კუნძულზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ათობით თანამშრომელი მუშაობს. მაშველების განცხადებით, ტალახის სიღრმე ზოგ ადგილას 6 მეტრს აღწევს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

იტალიის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით დაზარალებულებისთვის დახმარების ორ-მილიონიანი პაკეტი ამოქმედდება, წლის ბოლომდე კი მათ გადასახადების გადახდის ვალდებულებაც აღარ ექნებათ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი