აშშ-ში, ვაშინგტონთან ახლოს, თვითმფრინავი ელექტროგადამცემ ხაზებს დაეჯახა - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

შეერთებულ შტატებში ვაშინგტონთან ახლოს, ქალაქ გეითერსბურგში პატარა თვითმფრინავი ელექტროგადამცემ ხაზებს დაეჯახა. მაშველებმა პილოტი და ერთი მგზავრი თვითმფრინავიდან გამოიყვანეს, მათ სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ და კლინიკაში არიან გადაყვანილი. 

ცნობილია, რომ თვითმფრინავში მხოლოდ ორი ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდარის გამო ოლქში ელექტრომომარაგება გაითიშა. 

ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი