აშშ-ც ეთანხმება ევროკავშირის რჩევას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი უნდა იყოს წარდგენილი ვენეციის კომისიაში - დეგნანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ ურჩევს ხელისუფლებას, რომ დეოლიგარიქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს.  დეგნანის თქმით, აშშ-ც ეთანხმება და იზიარებს ევროკავშირის წარმომადგენლობის მოწოდებას:

"ევროკავშირის ძალიან მტკიცე რჩევა და რეკომენდაციაა, რომ შემუშავებული კანონპროექტი წარედგინოს ვენეციის კომისიას იმიტომ, რომ  რამდენად შეესაბამება და პასუხობს ის არსებულ სიტუაციას 12 რეკომენდაციის ნაწილით, ზოგადად, საკანონმდებლოდ , ეს მიმართულება არის საკმაოდ კომპლექსური, ახალი და ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების მოსმენა, თუ რამდენად შეესაბამება ის კონკრეტულ გარემოს და სიტუაციას და სწორედ ამიტომ, აშშ-ც ეთანხმება ევროკავშირის ამ რჩევას, რომ აღნიშნული კანონპროექტი უნდა იყოს წარდგენილი ვენეციის კომისიაში" ამბობს კელი დეგნანი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს. პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით, 16 ნოემბერს მიიღო.
  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი