მე როგორც ვიცი, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორია დაინტერესებული ანაკლიის პროექტით - დეგნანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ საუბრობს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, პროექტით რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორია დაინტერესებული და მომავალ წელს, მთავრობა ტენდერის გამოცხადებას გეგმავს: 

"აშშ მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს წლების განმავლობაში ამ პორტის განხორციელებას, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ასევე მისი პოზიციონირებისთვის შავ ზღვაში. ის საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო უკვე წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთების გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით და ეს პორტი დიდ წვლილს შეასრულებს მთლიან პროცესში, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის, სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ და მოვუწოდებთ ამ პროექტის განხორციელებისკენ, მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი, არის დაინტერესებული აღნიშნული პროექტით და უკვე შემდგომი წლის დასაწყისში, მთავრობა გამოაცხადებს ტენდერს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით" ამბობს დეგნანი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი