ხერსონის რაიონში რუსებმა ტყეში დიაკონი და მისი 19 წლის ვაჟი დახვრიტეს

გამოქვეყნდა:

22 ნოემბერს რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მამა-შვილი, დიაკონი ანატოლი და მისი ვაჟი ალექსანდრე პროკოპჩუკები ხერსონის ოლქის, ქალაქ ნოვაია კახოვკას მახლობლად ტყეში მოკლულები იპოვეს - ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. 

ცნობილია, რომ 22 ნოემბერს მამა-შვილი საკუთარ ავტოფარეხში მუშაობდნენ, როცა რუსი ჯარისკაცები მივიდნენ და ვერცხლისფერი Honda Odyssey-ით მიმდებარე სოფელ რაისკეს მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით ოჯახის მეგობრებმა თქვეს, რომ მამა-შვილი ტყეში დახვრიტეს, მანქანა იყო გაუჩინარდა. 

Unian-ის სტატიაში ეყრდნობა  "ჟურანლისტური გამოძიების ცენტრს", რომლებსაც ინტერვიუ მოკლული ბიჭის მეგობრება მისცეს. მეგობრები ამბობენ, რომ მათთვისაც უცნობია, რას ერჩოდნენ ოკუპანტები ოჯახს.

უკრაინული გამოცემის ცნობით, 52 წლის ანატოლი პროკოპჩუკი ადგილობრივი ევანგელურ-ქრისტიანული ეკლესიის დიაკონი იყო და შვიდი შვილი ჰყავდა.  მისი ვაჟი ალექსანდრე, რომელიც მამასთან ერთად დახვრიტეს 19 წლის იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი