
"უკრაინის საკითხში დიპლომატია ეფექტურია" - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რუსეთსა უკრაინასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ „მარცვლეულის შეთანხმება“ და პატიმრების გაცვლა ადასტურებს დიპლომატიური გზებით, კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას.
ერდოღანის თქმით, ანკარა სიტუაციის გამოსწორებას ომის პირველივე დღიდან ცდილობდა.
"ორივე ქვეყნის ლიდერებთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზება უკრაინასთან დაკავშირებით. "მარცვლეულის შეთანხმება" და პატიმრების გაცვლა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის, ადასტურებს უთანხმოების დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობას", - აღნიშნა ერდოღანმა.
მან დასძინა, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ წყალობით, შავი ზღვის პორტებიდან 11 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი გახდა შესაძლებელი.
თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ხელშეკრულების 120 დღით გახანგრძლივება აფრიკის ქვეყნების მოსახლეობას სასურსათო პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.