
კიევში მოსახლეობის 55% ელექტროენერგიის გარეშეა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ენერგოსისტემაში სარემონტო სამუშაოები გრძელდება და დედაქალაქში, აბონენტების ნახევარზე მეტი ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვის რეჟიმზეა გადაყვანილი.
ენერგეტიკის ექსპერტების თქმით, თითოეული გათიშვის მაქსიმალური ხანგრძლივობა ხუთ საათს არ უნდა აჭარბებდეს.