
ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე სულ მცირე 400-ჯერ დაბომბეს.
"გასული კვირის განმავლობაში 400-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა [ზაპორიჟიეს რეგიონზე] და მათგან ნახევარზე მეტი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული... თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა" - ამბობს სტარუხი
27 ნოემბერს, რუსებმა ზაპოროჟიეს გარეუბანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო საწარმო S-300 რაკეტებით დაბომბეს.