არ დავუშვებ არასოდეს საკუთარ პარტიაში არაფორმალურ გავლენებს - მელია

გამოქვეყნდა:

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით არ დაუშვებს  ენმ-ში არაფორმალური  გავლენების გაძლიერებას.

მისივე  თქმით,  ადამიანები უნდა გამოვიდნენ  ჩრდილიდან და თუ მათ სურთ  და აქვთ კონკრეტული ინტერესები,  გაბედონ და  ამ საკითხებზე ხმამაღლა ისაუბრონ. 

ვის გულისხმობდა ნიკა მელია, ენმ-ს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა გამორიცხა ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით, ასევე გეგმავს ენმ-ს თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის დასახელებას:

"არ მსურს და არ დავუშვებ არასოდეს საკუთარ პარტიაში, რომელიც  ჩემს საკუთარ ოჯახად იქცა უკვე ბევრი წელიწადია, ვინმეს ჰქონდეს შეძლოს ფარდის უკნიდან, ან ნებისმიერ სხვა პლატფორმიდან თავს მოახვიოს გავლენები არაფორმალურად. შეუძლებელია არაფორმალური მმართველი გერქვას შენ და სურვილიც კი გქონდეს პარტიის გაძლიერების. თუკი ვინმე  არის ფარდის უკან, ძალიან დელიკატურად ძალიან არაკონფრონტაციულად გნებავთ, ვაიძულო ან დავარწმუნო, რომ გამოვიდეს და მთელი სიდიადით წარსდგეს საზოგადოების წინაშე. 

მე ვფიქრობ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი არის ადამიანი, რომელსაც მგონია, რომ საკმარისად კარგად ვიცნობ და მე პირველ რიგში საკუთარ თავს არ ვაკადრებ არც ახლა და არც მომავალში, რომ  ზურაბ ჭიაბერაშვილზე ვთქვა, რომ მის უკან დგას ხალხი, ვინც მისი ნების წინააღმდეგ რაღაცას  მას აკეთებინებდნენ. " - ამბობს მელია

შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობაზე ამ დროისათვის ოფიციალურად მხოლოდ სამი კანდიდატურაა ცნობილი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.

პარტიის ოფისში ყოველდღიურად მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის კონსულტაციები, რა ფორმით უნდა ჩატარდეს და როდის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი