"ოცნება" ოპოზიციასთან კონსულტაციებს ომბუდსმენობის 8 კანდიდატზე გააგრძელებს | სია

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ომბუდსმენობის კანდიდატებზე ისაუბრა და თქვა, რომ წარმოდგენილი 15 კანდიდატიდან სამმა კანდიდატურა თავად მოხსნა, ერთი არ გამოცხადდა, ხოლო 7-თან დაკავშირებით უმრავლესობამ მსჯელობა არარელევანტურად მიიჩნია. 

"დარჩენილი 8 კანდიდატია: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანიძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია",- თქვა მდინარაძემ. 

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციები სწორედ ამ 8 კანდიდატზე გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი