"ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონს ვენეციის კომისიაში გააგზავნის

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მათ მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის კანონს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან. 

მდინარაძემ თქვა, რომ უმრავლესობას ნამდვილად არ მიაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ კანონი გადაგზავნილი იქნეს, მაგრამ ამ დათმობაზე მაინც წავლენ, რათა სპეკულაციები თავიდან აიცილონ. 

"იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და ქართულ ოცნებას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისათვის, შესაბამისად კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას"- თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მდინარაძემ, ასევე, თქვა, რომ  დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელი ვენეციის კომისიიდან გაწვეული არ არის. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით, 16 ნოემბერს მიიღო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი