ოკუპანტებმა ნოვაია კახოვკადან საოკუპაციო ჯარების ყველა თანამშრომელი გაიყვანეს - მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთმა, საოკუპაციო ჯარების ყველა თანამშრომელი ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია კახოვკადან გაიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  ქალაქი ყველა აქტიურმა თანამშრომელმა დატოვა. საუბარია არა მხოლოდ საოკუპაციო ადმინისტრაციის თანამდებობების პირებზე, არამედ მათზეც, ვინც რუსებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ერთობლივ დარბევაში მონაწილეობდა, ასევე აშინებდა და აიძულებდა მოსახლეობას ეთანამშრომლა.

ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვონ ქალაქი შეიარაღებული ძალების მიერ მის დეოკუპაციამდე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი