ეკლესიის წარმომადგენელმა თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა Facebook-ის პოსტი, თავისი ნააზრევი და ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს, სინამდვილეში კი, ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე, გამოჩნდა ამ პოსტის კომენტარებში, ამ პოსტზე რეაქციებში, იმის გამო, როგორ გაბედა საპატრიარქოს წარმომადგენელმა თავისი აზრის დაფიქსირება.

ალბათ წლების წინ ვერც კი წარმოიდგენდით, თუ მათი გაგებით ლიბერალიზმი, წარმოადგენდა ყველაზე აგრესიული რიტორიკის საფუძველს, ეს არ არის ლიბერალიზმი და მით უმეტეს, ეს არ არის არც ჰუმანური მიდგომა, არც ტოლერანტული, არც თავისუფალი აზრის პატივისცემა, არც გამოხატვის და ა.შ. ეს არის ფსევდოლიბერალური აგრესია, ეს არის მათი ქმედების სათაური და მტრობა ეკლესიის, შენი იდენტობის, შენი სამშობლოსი და შენი ქვეყნის, როდესაც თავს ესხმი თავისუფალ სიტყვას, აზრს, ეკლესიას.

- თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპატრიარქოს განცხადების კრიტიკაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი