

რუსეთის აგრესიის საპასუხოდ NATO აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. ჩვენ შევქმენით ახალი საბრძოლო ჯგუფები, მათ შორის საფრანგეთის ხელმძღვანელობით აქ, რუმინეთში. კანადური ავიაგამანადგურებლები გვეხმარებიან ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აშშ-ის Patriot-ის რაკეტები აძლიერებენ თქვენს თავდაცვას. ეს მკაფიო გზავნილია იმისა, რომ NATO აქ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოკავშირეების დასაცავად.
აქ, ბუქარესტში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისევე როგორც სხვა პარტნიორების, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა.
- თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.