
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს რაიონში, სტარობოგდანოვკას მახლობლად, სარკინიგზო ხიდი დააზიანეს, რომლითაც რუსებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ტექნიკა და იარაღი გადაჰქონდათ.
"ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ სტარობოგდანოვკასთან, თავდაცვის ძალებმა სარკინიგზო ხიდი დააზიანეს, რომელსაც დამპყრობლები იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებისთვის იყენებდნენ", - წერს გენშტაბი
გარდა ამისა, უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა ლუგანსკის რეგიონში გასულ კვირას პერსონალის 70%-მდე დაკარგა.