20-წლიანი მმართველობის შემდეგ საკუთარი ქვეყნის დიდი ნაწილი ისეთი დანგრეული აქვთ, თითქოს იქ ომი იყო | ზელენსკი რუსეთზე

გამოქვეყნდა:

" მხოლოდ ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ ესროლა ხერსონის რაიონის 30 დასახლებული პუნქტზე. რუსეთის არმიამ დააზიანა ნიკოლაევის სატუმბი სადგური, რომელიც წყალმომარაგებას უზრუნველყოფდა.

აბა, რა შეიძლება ითქვას მათზე? ეს არის იმ შემთხვევითი ამხანაგების ნამდვილი არსი, რომლებმაც დაიპყრეს რუსეთი.  20-წლიანი მმართველობის შემდეგ, საკუთარი სახელმწიფოს დიდი ნაწილი ისეთი დანგრეული აქვთ, თითქოს იქ ომი მოხდა...

მათ განადგურების გარდა არაფერი შეუძლიათ. ეს არის ყველაფერი, რასაც ისინი ტოვებენ. და რასაც ახლა აკეთებენ უკრაინის წინააღმდეგ არის შურისძიების მცდელობა. შური იძიონ იმის გამო, რომ უკრაინელებმა არაერთხელ დაიცვეს მათგან თავი. 

უკრაინა არასოდეს განადგურდება. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოვიდან, ამ ამხანაგებისგან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი, ყველა სახლი და ყველა საწარმო.

ამბობს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიური ვიდეომიმართვაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი