
ბათუმის საკრებულოს სხდომა ენმ-მ პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომის დასაწყისში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება, მიზანმიმართულად კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ქვეყანაში, რიგით მეორე ქალაქის თვითმმართველობა ამაზე სდუმს. ასევე, ოპოზიციის განცხადებით, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საკრებულოს დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია.
ოპოზიციამ სხდომაზე მერის დასწრებაც მოითხოვა. როგორც ცნობილი გახდა, 80 მილიონიან ტენდერს, რომელიც ბათუმში ავარიული სახლების ჩანაცვლებისთვის გამოცხადდა, ერთ კომპანიას აძლევენ, რაც ოპოზიციონერების თქმით, კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე