სპეკულაციებზე კომენტარს არ გავაკეთებ, პატიმრის უფლებები დაცულია - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა შესაბამისი უწყებების ფუნქციაა. მისი თქმით, პატიმრის უფლებები საქართველოში დაცულია.

მმართველი გუნდის წევრებმა დღეს თქვეს, რომ განცხდებები, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ აჩენენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

"სპეკულაციებზე, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ, რაც შეეხება კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სასჯელაღსრულების დაწესებულებების და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების ფუნქცია. აღარ არის საინტერესო, კომენტარი გავაკეთე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პატიმრის უფლებები არის დაცული საქართველოში და შესაბამის ზომებს მიიღებენ შესაბამისი უწყებები, როცა იქნება საჭირო", - თქვა კობახიძემ. 

გია ვოლსკიმ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ოპოზიციაა და სააკაშვილის გუნდი უნდა იყოს პირველი, ვინც მოითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტი არსად გადაიყვანონ და დატოვონ საავადმყოფოში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი