ოკუპანტები უკრაინელი სპეციალისტების ნაწილს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინელი სპეციალისტების ნაწილს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არ უშვებენ. მოსკოვმა ტექნიკოსებს უარი მას შემდეგ უთხრა, რაც მათ რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტოსთან კონტრაქტს ხელი არ მოაწერეს.  

გადაწყვეტილებას ადასტურებს რუსული მხარეც. 

უკრაინამ მოსკოვი ატომური სადგურით მანიპულირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. 

შეგახსენებთ რომ ზაპოროჟიეს ატომური ენერგოსადგური რუსებმა  უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში აიღეს და დასავლეთის მოწოდების მიუხედავად, გასულიყო ატომური საფრთხის ზონიდან, ბირთვულ რეაქტორებს ამ დრომდე ფარად იყენებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი