საქართველო და ეკლესია არის განუყოფელი, რომლითაც საქართველო ცხოვრობდა, ცხოვრობს და იცხოვრებს - ქადაგიშვილი

გამოქვეყნდა:

"ძალიან უკვირთ, როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი იტყვის ხოლმე, რომ ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილად და თანმიმდევრულად  აგიტაცია და პროპაგანდა მიმდინარეობს.  მაგრამ ეს არის რეალობა და ეს არის ფაქტი.  თუ არა ეს სიმბიოზი, რაც ილია ჭავჭავაძემ ძალიან ნათლად ასახა - ენა მამული, სარწმუნოება - არ იქნებოდა არც საქართველო და არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა და არ იქნებოდა არც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს ლტოლვა ცივილიზებული საზოგადოებისკენ. აი ამის წინააღმდეგ ბრძოლა არის მათი მთავარი მიზანი. ეს ადამიანები თვლიან, რომ ეროვნული სახით არ შეიძლება საქართველო შევიდეს ევროკაშირში, ისევე როგორც მათი სულიერი წინამორბედები თვლიდნენ, რომ მხოლოდ ფორმით უნდა ყოფილიყო კულტურა და საქართველო ქართული, შინაარსით კი უნდა  ყოფილიყო სოციალისტური. ასე თვლიან დღეს ეს ადამიანები, რომ ეკლესია უნდა იყოს თანამედროვე, ულტრალიბერალური იდეოლოგიის ტყვეობაში მოქცეული. ვერ იქნება ასე იმიტომ, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ეს არის ის ერთი და განუყოფელი, რომლითაც საქართველო ცხოვრობდა, ცხოვრობს და მომავალშიც იცხოვრებს!"

განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი