აეროპორტის მიმდებარე სარეკრეაციო ზონა ნაგავსაყრელად იქცა - ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" სამგორის გამგებლისა და ქალაქის მერის მოადგილის გადაყენებას ითხოვს. სამგორის მაჟორიტარი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, აეროპორტის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონა კომპანია "ჯეო გრუპმა" ნაგავსაყრელად აქცია.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ კომპანიამ, რომელსაც კახა კალაძე პირადად ლობირებს, სამშენებლო ნარჩენები გლდანის ნაგავსაყრელის ნაცვლად მწვანე ზონაში დაყარა. ხელშეკრულებას ხელს კალაძის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აწერს. ხაბეიშვილის მტკიცებით, სწორედ ბენდელიანისა და სამგორის გამგებლის პასუხისმგებლობაა, რომ კომპანიამ გამწვანებულ ზონაში ნაგავი თვითნებურად დაყარა.

დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ აეროპორტს, თვითმფრინავებს ფაქტობრივად, პირდაპირი მნიშვნელობით თავზე დააყარა კახეთის გზატკეცილზე აღებული ბორდიურები. ესაა სარეკრეაციო ზონა, სადაც, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ შეიძლება, - განმარტავს ხაბეიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი