ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ მასშტაბის აღმშენებლობა არ ახსოვს - მათიკაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, იმ მასშტაბის აღმშენებლობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რასაც ადგილი აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში,  არ ახსოვს. განვითარება და პროგრესი შეეხო ყველა მიმართულებას, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული ტურიზმის სფეროთი დასრულებული, რაც ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ფლაგმანს წარმოადგენს და რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არნახული წინსვლა განიცადა. გაზრდილი ბიუჯეტიდან კი სოციალური პროექტების დაფინანსებით, ხელფასების, პენსიებისა და დახმარებების ზრდით ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების სიღარიბის სტატისტიკური მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, ისევე როგორც ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე".

განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი