
დღეს, 29 ოქტომბერს, 17:00 საათზე იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა. მედიისთვის უცნობია რა თემასთან დაკავშირებით ისაუბრებენ უწყებაში.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი, ასევე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმები მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.
გუშინ მიხეილ სააკაშვილს სურვილი ჰქონდა სასამართლო სხდომას დასწრებოდა, თუმცა "ვივა მედის" ექიმებმა ტრანსპორტირებაზე რეკომენდაცია არ გსაცეს. თვეებია მესამე პრეზიდენტი კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხდება. იხილეთ:
დღეს გახდება ცნობილი, რა წერია ცენტრ ,,ემპათიას'' დასკვნაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, დიაგნოზები იმდენად მძიმეა, რომ ეს არათუ სასჯელის გადავადების არამედ გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს.