
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ელექტრონულმა სიგარეტმა განაპირობა, ბრეგაძემ თქვა, რომ ამაზე ის ვერ ისაუბრებს. თუმცა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი "ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს"
"კონკრეტულად რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით და უარყოფით შედეგს, მე, როგორც არა ექიმს პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა ეგ ინფორმაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იგი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს, - თქვა რატი ბრეგაძემ.
მანამდე რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილს საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვა შესთავაზა.