"ეს ჩვენი სამსახურის შიდა საკითხებია" - ბრეგაძე კითხვაზე, აქვს თუ არა ნანახი კადრი, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

რაც შეეხება კადრების ნახვას თუ არნახვას, ეს ჩვენი სამსახურის შიდა საკითხებია, რომელზეც არ ვაპირებ საჯარო საუბარს. არსებობს შიდა საკითხები, რომელზეც ბუნებრივია არ საუბრობენ - ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას თუ აქვს ნანახი კადრი, როგორ გამოიყურება ამჟამად მიხეილ სააკაშვილი.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ საჯაროვდება მესამე პრეზიდენტის კადრები ახლა, მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, განსხვავებით შიმშილობის პერიოდიდან, ბრეგაძე ამ შედარებას "არარელევანტურს" უწოდებს და ამბობს, რომ მაშინ, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი იდგა:

როდესაც საუბარი იყო წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, რომ თითქოს მას ვინმე თავს დაესხა და ხდებოდა გარკვეული ჯგუფების მობილიზაცია და გარკვეული რისკები არსებობდა სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართ, სწორედ ამ მიზნით იყო ის ნაჩვენები" ამბობს ბრეგაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი