აშშ უკრაინას ენერგეტიკული სისტემის მხარდასაჭერად $53 მილიონს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

აშშ  უკრაინას 53 მლნ დოლარს გამოუყოფს  ენერგეტიკული სისტემის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters აშშ-ს- სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თანხა სადისტრიბუციო ტრანსფორმატორებს, ამომრთველებს, დენის დამჭერებს და სხვა აღჭურვილობას მოხმარდება.

"ეს აღჭურვილობა სასწრაფოდ გადაეცემა უკრაინას, რათა დაეხმაროს უკრაინელებს ზამთარში გადარჩენაში“, -  წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის Ukrenergo-ს ხელმძღვანელის, ვოლოდიმირ კუდრიცკის განცხადებით, უკრაინაში რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად,  ყველა დიდი თბოელექტროსადგური  და ჰიდროელექტროსადგური დაზიანებულია. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი