სდსს-ის უფროსი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი ხდება

გამოქვეყნდა:

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი დაემატა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით 74 ხმით მიიღო „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის,   ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით,  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი  ემატება.

„კანონპროექტს მესამე მოსმენით ცვლილება არ განუცდია და ისეთივე სახითაა წარმოდგენილი, როგორც მეორე მოსმენისას“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

აქამდე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს  მუდმივი წევრები იყვნენ პრემიერმინისტრი, შს მინისტრი, სუს-ის უფროსი, თავდაცვის მინისტრი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი