
ცენტრი "ემპათია" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნის ნაწილს დღეს გაასაჯაროებს. ექსპერტების დასკვნის საფუძველზე ადვოკატები სასამართლოს შუამდგომლობით უახლოეს დღეებში მიმართავენ ემპათიას ექსპერტები.
უფლებადამცველები და მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დასკვნაში ასახული უმძიმესი სურათის გაანალიზების შემდეგ სასამართლოს აქვს საფუძველი სააკაშვილისთვის არათუ სასჯელის გადავადების, არამედ სასჯელისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებაც კი მიიღოს.