
დღეს ის [ბიძინა ივანიშვილი] გასულია პოლიტიკიდან. ხედავთ, რომ არც კი პასუხობს იმ კომენტარებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის უსამართლო და შეიძლება შეურაცხმყოფელიც, მაგრამ ის იცავს თავის პირობას, რადგან თქვა, რომ გასულია პოლიტიკიდან, არც კი პასუხობს კომენტარებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავტოვებთ უპასუხოდ ყველა იმ უსამართლო განცხადებას თუ პოლიტიკურ თავდასხმებს, რომელიც გვესმის რადიკალური ბანაკის და მათი მოკავშირეების მხრიდან.
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, 29 ნოემბერს ევროპარლამენტში ანა ფოტიგას ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოში ოლიგარქიულ გავლენებს.