ტროლების და ბოტების შეზღუდვა განსაკუთრებით მმართველ პარტიას დააზარალებს - "ოცნების" ყოფილი დეპუტატები

გამოქვეყნდა:

"ფეისბუქის" ადმინისტრაცია წინასაარჩევნო პერიოდში მკაცრ მონიტორინგს დააწესებს საქართველოში პოლიტიკურ რეკლამებზე. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბოტების და ტროლების შეზღუდვა, ყველაზე მეტად, მმართველ პარტიას დაარტყამს, რადგან "ქართული ოცნების" შავი პიარი და ზიზღის კამპანიის გავრცელება, სწორედ გამოგონლი ანგარიშებით და არარეალური პერსონების საშუალებით ხდებოდა. 

"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული ლევან კობერიძე ამბობს, რომ საქართველოში ტროლებისა და ბოტების ქარხნების არსებობა რეალურია და მიესალმება "ფეისბუქის" ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.

კობერიძის აზრს იზიარებს "ოცნების" ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილიც.

უფრო გამჭვირვალე და გასაგები რომ იყოს რომელი პოლიტიკური პოსტის უკან ვინ დგას, ამით მომხმარებელი დაიზღვევს თავს არასწორი ინფორმაციისგან, - განმარტავს ცქიტიშვილი.

მმართველი პარტია კი ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და "ფეისბუქის" მიერ ოფიციალურად დაბლოკილი გვერდების შემდეგაც კი ყველაფერში ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

არც ერთი პოლიტიკური პარტია, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა", თავის ოფიციალურ განცხადებაში არასდროს "ფეისბუქს" არ უხსენებია, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი