"ეს არის ერთადერთი არადამოუკიდებელი ინსტიტუტი დღეს საქართველოში, იმიტომ რომ, დამოკიდებულია ვიღაც- ვიღაცებზე. ამ ვიღაც - ვიღაცებს არ დავაკონკრეტებ, ანუ, ერთადერთი არადამოუკიდებელი ინსტიტუტია ამ ქვეყანაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ კანდიდატის არჩევას, ამ შემთხვევაში რჩება ნაცმოძრაობის ოფისი. მოადგილეები არიან ნაცმოძრაობის აქტივისტები...
2017 წელს დავუთმეთ ოპოზიციას ეს ოფისი და თეორიულად შეიძლება იგივე გადაწყვეტილება ახლაც მივიღოთ...
ჩვენ ვართ დაინტერესებული იმით, რომ მოხდეს ახალი სახალხო დამცველის არჩევა იმისათვის, რომ ნაცმოძრაობას აღარ ჰქონდეს კონტროლი ამ ოფისზე"
ამბობს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე სახალხო დამცველის ოფისსა და სახალხო დამცველობის კანდიდატების არჩევაზე საუბრისას.