
ირაკლი კობახიძე "სულელურს" უწოდებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას სათვალთვალო კამერებისა და მოსასმენი მოწყობილობების აღმოჩენასთან დაკავშირებით.
"ასეთ აბსურდზე რა კომენტარი გავაკეთო, დავიჭერ მეც ხელში რაღაცა "შპილკებს" და ვიტყვი, რომ ეს არის მოსასმენი აპარატურა. არ ვიცი, ასეთ სისულელეებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს.
ეს არის სულელური განცხადება და სულელურ განცხადებას არ შეიძლება უწოდო სკანდალური განცხადება" ამბობს ის.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მოსასმენი აპარატურა და სათვალთვალო კამერები სახლში და მანქანაში იპოვა. ასევე, მისი თქმით, კამერა დამონტაჟებულია მოპირდაპირედ მდებარე კორპუსზე, რომელიც მის კაბინეტს უყურებს