უკრაინის საელჩოში, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მარიამ ჯიშკარიანი დიპლომატებს ხვდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საელჩოში მარიამ ჯიშკარიანი დიპლომატებს შეხვდება. ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაიბარეს. საელჩოს სურს დეტალურად გაეცნოს საექსპერტო დასკვნას.  

"შეხვედრა იმართება საელჩოს ინიციატივით და რა კითხვებიც ექნებათ გავცემთ პასუხს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენს მოსაზრებებს და რეკომენდაციებს რაც არის დასკვნაში და დასკვნა ალბათ, ხვალ წარიმართება სასამართლოში. 

კონკრეტული დიაგნოზებიდან ჩვენ თავს ვიკავებთ. პაციენტს არ სურს გამჟღავნებული იქნას დიაგნოზები ამ ეტაპისთვის და შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე და ჩვენს მოსაზრებაზე იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვფიქრობთ, გადაუდებელია მისი გაყვანა საქართველოს ფარგლებს გარეთ" თქვა მარიამ ჯიშკარიანმა საელჩოში შესვლამდე. 

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმის კურსშია მოქმედი პრეზიდენტიც. ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილს სახალხო დამცველმა მიაწოდა.

ავტორი: ნატა ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი