კრემლის მეთოდებს ამუშავებს და ცდილობს პუტინის რიტორიკის გათეთრებას - ტიმოშენკოს თანაგუნდელი კობახიძეზე

გამოქვეყნდა:

უკრაინელი პოლიტიკოსის, იულია ტიმოშენკოს სპიკერი მარინა სოროკა, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას იულია ტიმოშენკოსთან დაკავშირებით, "მთავარი არხისთვის" მიცემულ კომენტარში გამოეხმაურა და კობახიძეს მატყუარა უწოდა.

სოროკას სიტყვებით, კრემლის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის იგნორირებითა და მსგავსი ტყუილებით კობახიძე აჩვენებს თავის დამოკიდებულებას უკრაინელი პოლიტიკოსების წინააღმდეგაც.

"ვფიქრობ, ქართველი ხალხი კარგად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე არჩევანს გააკეთებს ისეთი პოლიტიკოსების სასარგებლოდ, რომლებიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე იტყუებიან. ეს ეხება საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც ავრცელებს დიდ ტყუილს უკრაინელი პოლიტიკოსის იულია ტიმოშენკოს შესახებ. დიდი სიცრუე იწვევს დიდ უნდობლობას, ირაკლი კობახიძეს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკაში მატყუარების ადგილი არაა.

მან დღეს ერთი მიზეზით მოიტყუა, ხვალ უფრო ფართო მიზნებისთვის სხვა ტყუილს იტყვის და საერთო ჯამში მოატყუებს ქართველ ხალხს. დიდი ალბათობით, თქვენი პოლიტიკოსი კრემლის მეთოდებს ამუშავებს და ცდილობს პუტინის რიტორიკის გათეთრებას. 

კრემლის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის იგნორირებით და მსგავსი ტყუილებით, კობახიძე აჩვენებს თავის დამოკიდებულებას უკრაინელი პოლიტიკოსების წინააღმდეგაც, რომლებიც ამ მძიმე ვითარებაში მოწოდების სიმაღლეზე არიან. 

ჩემი რჩევაა, ქართველმა ხალხმა არ დაუჭიროს მხარი ისეთ მატყუარა პოლიტიკოსებს, როგორიც ირაკლი კობახიძეა. ასეთი პოლიტიკოსები კარგს არაფერს გააკეთებენ.

მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც მხარს გვიჭერს და გვერდით უდგას უკრაინას პუტინის უსამართლო, სასტიკი ომის დროს" - თქვა მარინა სოროკამ "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის, 29 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა: "ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა და მეორე დღეს წამოხტა, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი