"თუ არ გადაიხდიან მიკროფონები და დინამიკიდები წამოვიღოთ, გლდანში საახალწლოდ გვჭირდება" - ზარნაძის იდეა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" საკრებულოს დეპუტატი, გლდანის მაჟორიტარი მერ კალაძეს თავის იდეას სთავაზობს - ზარნაძე კალაძის ფეისბუქ სტატუსს აზიარებს და წერს, რომ თუ ტვ პირველი დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ტელევიზიიდან "დინამიკიდები" წაიღონ:

Kakha Kaladze თუ არ გადაიხდიან მიკროფონები და დინამიკიდები წამოვიღოთ, გლდანში საახალწლოდ გვჭირდება- წერს ზარნაძე.

შეგახსენებთ, სასამართლომ დღეს კალაძის სასარგებლოდ ტვ პირველსა და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 15 000 ლარის გადახდა დააკისრა, რასაც კალაძე ფეისბუქით გამოეხმაურა და დაწერს, რომ "ელოდება გადაწყვეტილების აღსრულებას" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი