დუმის თავმჯდომარის მოადგილე ბაბაკოვის წინააღმდეგ უკრაინამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] მასალების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ბაბაკოვი, რომელიც ფლობს ერთ-ერთ უკრაინულ ენერგოკომპანიას, ეჭვმიტანილია უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობაში.

უსაფრთხოებამ შესაბამისი შეტყობინება უკრაინის გენპროკურატურას უკვე გადაუგზავნა. მათი ცნობით, ბაბაკოვი ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და მხარი დაუჭირა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების „რუსეთის ფედერაციაში მიღებას“.

გარდა ამისა, SBU-ს ცნობით, ის სხვა პირებთან ერთად არის უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი ენერგეტიკული კომპანიის ბენეფიციარი. კერძოდ, ის მართავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს კიევში, ასევე ჟიტომირის, ხერსონის, კიროვოგრადის, ჩერნივცის, რივნის რეგიონებში. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ კომპანიებში ჩხრეკა ჩაატარა, ენერგეტიკის სექტორში მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ენერგეტიკაა რუსული რაკეტების მთავარი სამიზნე უკრაინაში, ზამთრის დადგომის შემდეგ.

SBU-ს ცნობით, ბაბაკოვის წინააღმდეგ საქმე აღძრეს და მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე (უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა) მუხლით, რაც 15 წლით, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი