"ოცნების" პროპაგანდა საბჭოურ სტილში. ყველა ვინც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს, აგენტია - "ქართულმა ოცნებამ" ივანიშვილის გადასარჩენად კიდევ უფრო აგრესიული კამპანია დაიწყო. რაც უფრო მეტად აკრიტიკებენ, თავს ესხმიან ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს "ოცნების" წევრები, მათი აღქმა, რომ სახელმწიფო სწორედ ოლიგარქ ივანიშვილის აქვს მტაცებული, მით უფრო მყარდება და შესაბამისად ბრუსელიდან და ვაშინგტონიდან კიდევ უფრო მწვავე შეფსებები ისმის.
ანნა ფოტიგას მიერ ევროპარლამენტში ჩატარებულმა საერთაშორისო კონფერენციამ, სადაც ბანერზე მხოლოდ ერთი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული, "ოცნების" ლიდერებს წონასწორობა სრულიად დააკარგვინა.
ირაკლი კობახიძემ სტილი არც ახლა დაარღვია და ის ევროპარალამენატრები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რუსულ კაშირებს ააშკარავებენ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობასა და ქვეყნის მტრობაში დაადანაშაულა.