ჩატარდება თუ არა შიდა არჩევნები ენმ-ში | მსჯელობა პარტიაში

გამოქვეყნდა:

შეჩერდება თუ არა პროცესი "ნაციონალურ მოძრაობაში" - მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, რომელიც გამალებით ეზადება ახალი თავმჯდომარის ასარჩევად, არჩევნების გადადებაზე ალაპარაკდნენ. ეს ინიციატივა ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო ჯგუფში გაჟღერდა და მოტივად მიხეილ სააკაშვილი დასახელდა.

პარტიის რამდენიმე გავლენიანი წევრი მიიჩნევს, რომ ახლა არა არჩევნების და შიდა კონკურენციის, არამედ მესამე პრეზიდენტის გადარჩენაა დღის წესრიგის მთავარი ამოცანა და მთელი ენერგია ამ მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული.

თუმცა ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის ამოცანა ბოლო ერთი წელია უცვლელად დგას დღის წესრიგში - ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესო ხდება თავად მთავარი კანდიდატების და მათი გუნდების წევრების პოზიცია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი