კალაძე, ლილუაშვილი და მამაცაშვილი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ | ოლიგარქის კლანის წევრები ტელეკომპანიებს უჩივიან

გამოქვეყნდა:

კალაძე, ლილუაშვილი, მამაცაშვილი - ოლიგარქი თავისი კლანის ყველაზე გავლენიან ფიგურებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლაში რთავს. დედაქალაქის მერი, უსაფრთხოების სამსახურის შეფი და კლანური ბიზნესის მეთვალყურე დეიდაშვილი ერთმანეთის მიყოლებით უჩივიან ტელეკომპანიებს.

ბიძინა ივანიშვილის მორჩილმა სასამართლომ დღეს უკვე დააკმაყოფილა კალაძის და ლილუაშვილის სარჩელები. ორ დღეში ცნობილი გახდება გადაწყვეტილება მამაცაშვილის საქმეზე.

ყველა შემთხვევაში ტელეკომპანიები მთავარი, ტვ პირველი და ფორმულა, ანტიკორუფციულ მოძრაობასთან ერთად, მოსამართლეებმა გაამტყუნეს და დააკისრეს ჯარიმა, რომელიც უმძიმეს ფინანსურ მგომარეობაში აყენებს ისედაც კრიზისში მყოფ კომპანიებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი