"საუბარი აღქმების დონეზე... ყავაზე მკითხაობა და მარჩიელობა" | ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებებზე

გამოქვეყნდა:

""ეს არის საუბარი აღქმების დონეზე... ყავაზე მკითხაობა და მარჩიელობა" - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების და იმ ადამიანების საუბარს, რომლებსაც სამედიცინო განათლება არ აქვთ. 

„როდესაც ამ საკითხზე [მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა] საუბრობენ პოლიტიკოსები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნორმალურ ვითარებაში კარდიოლოგი არ ჩაერევა ნევროლოგის საქმიანობაში, ასევე ყბა-სახის ქირურგი არ ჩაატარებს მენისკის ოპერაციას. თუკი გინდა, რომ კონკრეტული სამედიცინო მოქმედებების შესრულების უფლება გქონდეს, საკმაოდ დიდხანს უნდა ისწავლო, გაიარო ორდინატურა და ა.შ.

ეს არის საუბარი აღქმების დონეზე და შეიძლება ითქვას, რომ ხალხისგან საუბარი, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, არ არიან ექიმები, საუბარი ვინმეს ჯანმრთელობაზე და მითუმეტეს შეფასებების გაკეთება სათანადო სამედიცინო მტკიცებულებების გარეშე არის სხვა არაფერი, თუ არა ყავაზე მკითხაობა და მარჩიელობა“, - ამბობს ბრეგაძე TV იმედის ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი