დიაგნოზები გათავისუფლების საფუძველია - ჯიშკარიანი დღეს დასკვნის ნაწილს გაასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

 ცენტრი "ემპათია" დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ ინფორმაციის ნაწილს გაასაჯაროებს. "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ დასკვნაში არსებული დიაგნოზები მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია.

მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც მიაწოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ.

"დღითი დღე მძიმდება, რა მოხდება ხვალ ჩვენ არ ვიცით, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო ორგანოებიც გამოვიდეს მწყობრიდან და შემდეგ შეიძლება წავიდეს შეუქცევადი პროცესები. გავასაჯაროებთ გარკვეულ ნაწილს, რეკომენდაციის ნაწილში ძირითადად და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა. 

მისივე განცხადებით, დასკვნაში ასახული დიაგნოზები გათავისუფლების საფუძველს იძლევა და თუ სასამართლო ამდაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ის საქართველოს კანონმდებლობას დაარღვევს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი