შალვა ხაჭაპურიძე შესაძლო თვალთვალისა და მიყურადების საქმეზე გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მის სახლსა და მანქანაში შესაძლო მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურის აღმოჩენის ფაქტზე საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა გამოკითხეს

როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, აპარატურა სპეციალისტს შეამოწმებინა და გაირკვა, რომ ის კუსტარულად არის დამზადებული და მსგავს მოწყობილობას სპეცსამსახურები აღარ იყენებენ. ადვოკატს უჭირს იმის თქმა, უკავშირდება თუ არა მისი მოსმენა-თვალთვალი მიხეილ სააკაშვილის საქმეს.

"არ ვიცი ეხლა რას ნიშნავს, ალბათ, ჩემს საადვოკატო საქმიანობას, სხვას რას უნდა ნიშვდეს?! ვერ გეტყვით ახლა სააკაშვილთან დაკავშირებითაა თუ არა მე ძალიან ბევრ რეზონანსულ საქმეებზე გამოვდივარ და ვერ გეტყვით კონკრეტულად ამასთანაა თუ არა დაკავშირებული, თუმცა ძალიან საეჭვოა",- ამბობს ხაჭაპურიძე. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის მუხლით იძიებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი