
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სახლში მოსასმენი აპარატურა და ვიდეო კამერები იპოვა გამოძიება დაიწყო.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის 30 ნოემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - წერია უწყების განცხადებაში.
იხილეთ: